03/08/2023
22:52
საზოგადოება
ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა, – შოვში მყოფი ერთ-ერთი დამსვენებელი სტიქიის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ამ დროისთვის სამშვიდობოს არიან და საჩხერემდე გამოსვლა მოახერხეს.
„საშინელ სტიქიასთან გვქონდა საქმე, მე და ჩემმა მამიდაშვილმა ალბათ მეტრებში გამოვასწარით. სასწაული რაოდენობის ინერტული მასა მოწყდა, წინ იყო წყალი უკან მეწყერი, როგორც წყევლაშია. მანქანები წაიღო, თუმცა ვინ დაეძებს ხალხი დაიღუპა. ჩვენ სასტუმროს კორპუსმა დაგვიცვა, რადგან მეწყერი ორივე მხარეს ჩამოვიდა. წამებში მოხდა ეს ყველაფერი. საშინელი ხმა გავიგეთ, თითქოს დაბომბვის.
გამოვიქეცით და შუაში რამდენიმე ათეული მეტრი კუნძულივით იყო და სასტუმროს კედელმა დაგვიცვა. ვცდილობდით პანიკას არ ავყოლოდით. გრუნტის მასა სულ მოძრაობდა და მოდიოდა. გამუდმებით ვმოძრაობდით, რომ გადავრჩენილიყავით.
ყოველ წამს ვიცოდით, რომ შეიძლება მოვმკვდარიყავით, გადარჩენის შანსი არ გვქონდა ვერტმფრენის გარეშე. ამ დროისთვის სამშვიდობოს გადმოვედით და მოხალისეებს მოვყავართ საჩხერემდე”, – საუბრობს ერთ-ერთი დამსვენებელი.
შოვში მეწყერს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
0
0