
“რუსებმა გადაუარეს ჩეჩნეთს და ჰგონიათ, რომ საბოლოოდ დაიმონეს, ზუსტად ამ საქმის განხორციელებაზეა გადმორთული საქართველოში ”- ნათქვამია ექსპრეზიდენტის განცხადებაში.
მიხეილ სააკაშვილი შინდისის გმირებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და წერს, რომ ქვეყანა, რომელსაც შინდისის გმირები ჰყავს, ვერასდროს გახდება დამპყრობლის ფეხების “შესაწმენდი და დასაცინი”:
"ქვეყანა, რომელსაც შინდისის გმირები ჰყავს ვერასდროს გახდება დამპყრობლის ფეხების შესაწმენდი და დასაცინი!
ყოველ ქართველზე, რომელიც ქვეყანას ყიდის, ისტორიულად მოვდივართ 10 ქართველი, რომელიც მზადაა თავისუფლებისთვის სიცოცხლე გაწიროს.
მონებს ძალიან აშინებთ ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის, მისიის მასშტაბურობა, რეალურობა და თუნდაც ეს თავგანწირვა რასაც ვაჩვენებდით, ვაჩვენებთ და ეს არსად გაქრება.
რუსებმა გადაუარეს ჩეჩნეთს და ჰგონიათ, რომ საბოლოოდ დაიმონეს, ზუსტად ამ საქმის განხორციელებაზეა გადმორთული საქართველოში. თბილისი არაა გროზნო და ჩვენ, იგივე ‘’ტრიუკს’’ ვერ ჩაგვიტარებენ, მითუმეტეს, რომ ჩეჩნეთიც არსად წასულა და ჩემი პროგნოზით მალე შემოუტრიალდება რუსეთს!" წერს მიხეილ სააკაშვილი.
0
0