
YouTube დათანხმდა 24.5 მილიონი დოლარის გადახდას, რათა დასრულდეს სასამართლო დავა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ კომპანიის წინააღმდეგ შედანილ სარჩელზე. ტრამპმა კომპანიას უჩივლა 2021 წლის იანვარში აშშ-ის კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ Youtube-ზე მისი ანგარიშის დაბლოკვის გამო
⚙ Google მესამე მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია ხდება, რომელთაც მათ წინააღმდეგ შეტანილი ტრამპის სარჩელები გარიგების გზით დაასრულეს
⚖ მანამდე ტრამპმა კონსერვატიული შეხედულებების უკანონოდ ჩახშობისთვის ასევე უჩივლა Twitter-ს, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც X, და Facebook-ის მფლობელ Meta-ს, ასევე Alphabet-ის Google-ს და მათ აღმასრულებელ დირექტორებს 2021 წლის ივლისში. Meta და X წელს დასთანხმდნენ, რომ დავის დასასრულებლად თანხას გადაიხდიდნენ
▶ შეთანხმების მიხედვით, YouTube არ აღიარებს დანაშაულს და თავის პროდუქტში ან პოლიტიკაში ცვლილებებს არ შეიტანს
🤳🏻 ტრამპს 2021 წელს YouTube-ის ანგარიში სრულად არ დაუკარგავს. მას ახალი ვიდეოების გამოქვეყნება აუკრძალეს.ეს ფუნქცია მის ანგარიშზე 2023 წელს აღდგა
💵 იანვარში მეტა დათანხმდა დაახლოებით 25 მილიონი დოლარის გადახდას, ხოლო X-მა თებერვალში დაახლოებით 10 მილიონი დოლარი გადაიხადა ტრამპის მსგავსი სარჩელების მოსაგვარებლად
0
0