06/10/2021
12:37
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილის თქმით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკურად ახსნა ის პროცესები, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და დაკავებას.
"პრემიერ-მინისტრი საუბრობს ლოგიკურად იმაზე, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური უნდა იყოს ფსიქოლოგიურად ადამიანი, როდესაც ჩამოდის საქართველოში, იცის, რომ ელოდება საპყრობილე და იმას არ აკეთებს საჯაროდ. ეს მან ვერ გააკეთა და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა.
დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ და როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას.
როდესაც იხილა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები თავის სიმაღლეზე დგას, ის იქნა დაკავებული და ეს ყველაფერი გააცნობიერა, ბუნებრივია, მიხვდა, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო და მას მოუწევს იმ სასჯელის მოხდა, რაც დაიმსახურა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, პრემიერმა პროცესები რელევანტურად შეაფასა და სწორი ანალიზი გააკეთა.
"როდესაც ავს არქმევენ ავს, ამაში არავითარი დისკრედიტაცია არ არსებობს. როდესაც ავია რაღაცა, იმას უნდა დაარქვა ავი," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღია წერილს აქვეყნებს. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საკანში მყოფი მესამე პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ფსიქიკური მდგომარეობა ციხეში შესვლამდე და შესვლის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა. პრემიერი წერს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში“ შფოთავენ, რადგან მათი ლიდერი მძიმე მდგომარეობაშია და ციხიდან დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვენ.
0
0