30/12/2022
17:42
მსოფლიო
ყოფილი კიკბოქსიორი ენდრიუ ტეიტი სექსტრეფიკინგის, გაუპატიურებისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
პროკურორების განცხადებით, ყოფილი პროფესიონალი კიკბოქსიორი და მისი ძმა რუმინეთში ორ სავარაუდო ეჭვმიტანილთან ერთად დააკავეს.
ძმებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, მაგრამ მათმა ინტერესების დამცველმა დაადასტურა ინფორმაცია მათი დაკავების შესახებ.
„ოთხმა ეჭვმიტანილმა როგორც ჩანს შექმნა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. ქალებს აიძულებდნენ პორნოგრაფიული კონტენტი შეექმნათ, რომელიც სპეციალიზებულ ვებსაიტებზე განთავსდებოდა“, - აცხადებენ პროკურორები.
ამასთან, აღსანიშნავია ტეიტის განცხადება, რომელიც მან 2017 წელს გააკეთა. ტეიტმა თქვა, რომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ქალებსაც ეკისრებათ მომხდარზე პასუხისმგებლობა.
0
0