
რუსეთის ФСБ: ყირიმში ტერორისტული თავდასხმებისთვის ასაფეთქებელი ნივთიერებები საქართველოს გავლით გადაიტანეს
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (ФСБ) ამტკიცებს, რომ ყირიმში ტერორისტული თავდასხმების განსახორციელებლად უკრაინის სამხედრო დაზვერვის მიერ ბრიტანული ასაფეთქებელი ნივთიერებების მიწოდების ჯაჭვი იდენტიფიცირებულია, რომელიც, სააგენტოს ცნობით, ბულგარეთიდან რუსეთში თურქეთისა და საქართველოს გავლით გადავიდა.
„გახსნილია და ლოკალიზებულია უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებული ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ფეთქებადი მოწყობილობების კომპონენტების კონტრაბანდის საერთაშორისო არხი, რომელიც გადაცმული იყო საყოფაცხოვრებო ელექტრო ღუმელებით, რომელიც გადის თურქეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე“, - ნათქვამია ФСБ-ის განცხადებაში.
ყირიმში დააკავეს უკრაინისა და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც, სავარაუდოდ, ამზადებდნენ მკვლელობის მცდელობას ანექსირებული ნახევარკუნძულის რუსეთის ხელმძღვანელობაზე - ყირიმის რუს ხელმძღვანელ სერგეი აქსენოვზე, ყირიმის რუსული პარლამენტის თავმჯდომარე ვლადიმერ კონსტანტინოვზე და რუსეთის მიერ კონტროლირებადი იალტის მერზე იანინ პავლენკო. ФСБ ირწმუნება, რომ ჯგუფი შეიქმნა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს მიერ.
უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებას ФСБ-ის შეტყობინებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
0
0