12/10/2022
13:04
მსოფლიო
რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაადგინა, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქების ორგანიზატორი უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვია.
თავდასხმის მომზადების რვა თანამონაწილე დაკავებულია.
„ამჟამად, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, დაკავებულია რუსეთის ხუთი, უკრაინისა და სომხეთის სამი მოქალაქე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჯამში, ტერაქტის მომზადებაში სულ მცირე, 12 თანამონაწილეა იდენტიფიცირებული.
ბულგარეთიდან ფოთის პორტში (საქართველო), შემდეგ კი სომხეთში ასაფეთქებელი ნივთიერებებით ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებაში უკრაინის მოქალაქეები: 1975 წელს დაბადებული მიხაილ ციურკალო, 1979 წელს დაბადებული დენის კოვაჩი, 1971 წელს დაბადებული რომან სოლომკო, დააკავეს. ასევე საქართველოს მოქალაქეები: სანდრო ინასარიძე, ბროკერი, სახელად ლევანი და სომხეთის მოქალაქე არტურ ტერჩანიანი.
1987 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქის, ვლადიმერ ზლობასა და კიდევ ხუთი იდენტიფიცირებული რუსეთის მოქალაქის დახმარებით, მომზადდა დოკუმენტები, რომ ტვირთის მიმღები იყო ყირიმის რესპუბლიკაში არარსებული ფირმა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა დამალული იყო აპკიან რულონებში, რომელიც ოდესიდან ბულგარეთის, საქართველოსა და სომხეთის გავლით გაიგზავნა.
ასაფეთქებელი მოწყობილობა, მასით 22770 კგ. აგვისტოს დასაწყისში, ოდესის საზღვაო პორტიდან ბულგარეთის ქალაქ რუსეში გაიგზავნა.
0
0