17/10/2022
12:54
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლოგისტიკური პრობლემები, რომლებსაც რუსეთის არმია სამხრეთ უკრაინაში აწყდებოდა, 8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის დაზიანების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა.
დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განახლებული მონაცემების მიხედვით, სარემონტო სამუშაოები "ჯერ კიდევ მიმდინარეობს", მაგრამ ყირიმის ხიდზე გადასასვლელთან სატვირთო მანქანების დიდი რიგი რჩება.
„სამხრეთ უკრაინაში მყოფი რუსეთის ძალები მატერიალურ ტექნიკური მარაგების შევსებას მარიუპოლის გავლით ცდილობენ. ხერსონში მყოფი რუსული არმია კონტრშეტევის მოლოდინშია, ხოლო ყირიმიდან მომარაგების გზები შეზღუდულია; რუსეთისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სახმელეთო კავშირი ზაპოროჟიეს ოლქის გავლით,“ – ნათქვამია 17 ოქტომბრის რელიზში.
8 ოქტომბერს, რუსეთსა და ოკუპირებულ ყირიმთან მაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე აფეთქება მოხდა. ხიდის აფეთქებას ვლადიმერ პუტინის პირდაპირი პასუხი - უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა - მოჰყვა.
0
0