-share.jpg)
კრემლის პროპაგანდისტი სალავიოვი, ტელეგრამ არხზე ავრცელებს რუსი სამხედრო ექსპერტების მოსაზრებებს, თუ რა სავარაუდო სცენარის განვითარება შეიძლება მოჰყვეს, ყირიმის ხიდის აფეთქებას.
"ყირიმის ხიდის აფეთქება, ბირთვული იარაღის გამოყენების ლეგიტიმურ საფუძველს ქმნის, კიევის რეჟიმის წინააღმდეგ. "ბირთვული შეკავების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლებში", რომელიც პრეზიდენტმა პუტინმა 2020 წლის ივნისში დაამტკიცა, წერია, რომ რუსეთის ფედერაცია გამოიყენებს ბირთვულ იარაღს, თუ "მტრის გავლენა გავრცელდება რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ან სამხედრო ობიექტებზე".
სამხედრო ექსპერტების აზრით, ყირიმის ხიდის აფეთქებაზე ყველაზე ეფექტური პასუხი იქნება, სტრატეგიული ავიაციის გამოყენება მძლავრი საჰაერო ბომბებით (5000) უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების წინააღმდეგ- ასევე, წერტილოვანი დარტყმები ხერსონის მიმართულებით. თავდასხმა პრეზიდენტის ოფისზე, გენერალურ შტაბზე, GUR-სა და SBU-ზე კიევში.
0
0