
ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა „კოლია ყირგიზის“ სახელით ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი კამჩიბეკ კოლბაევი მოკლეს, რომელიც ამერიკის ხელისუფლებას მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრეების სიაში ჰყავდა შეყვანილი. 49 წლის კოლბაევი ყირგიზეთში პირველი „კანონიერი ქურდი“ იყო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, კოლბაევი ერთ-ერთ რესტორანში მოკლეს. მან სამართალდამცველებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგ მოწყობილი სპეცოპერაციისას.
2012 წელს, აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კამჩიბეკ კოლბაევი მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნარკომოვაჭრეების სიაში შეიყვანა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს 5 მილიონ დოლარამდე ჯილდო ჰქონდა დაწესებული ინფორმაციისთვის, რომელიც კოლბაევის დაპატიმრებას გამოიწვევდა და ასევე, მისი ორგანიზაციის ფინანსური სქემების ჩამოშლაში დაეხმარებოდა მათ.
0
0