საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს.
ცენტრის ცნობით, 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები.
„გაცნობებთ, რომ 3 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება რთული მეტეოროლოგიური პირობები: ყინვა და ზვავსაშიშროება. მოსახლეობას მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ“, - ნათქვამია 112-ის შეტყობინებაში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, 28 თებერვალს და 1-2 მარტს ღამის საათებში საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე ჩამოვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -7, -12, ქვეყნის მთიან რაიონებში -13, -18, ხოლო მაღალმთიან ზონაში -18, -23 გრადუსამდე დაეცემა.
0
0