15/04/2024
16:27
მსოფლიო
ყაზახეთში ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ქალთა და ბავშვთა უფლებებს ზრდის და ოჯახურ ძალადობაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აბრუნებს. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ- ჟომართ თოყაევმა კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
კანონის მიხედვით, აღდგენილია 7 წლის წინ გაუქმებული ნორმა, რომლის მიხედვით ჯანმრთელობისთვის მსუბუქ ზიანზე და ცემაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღდგა. ამისთვის დამნაშავეს 1,5 ათასი ევროს ჯარიმა, ან 50 დღემდე პატიმრობა ემუქრება. რაც შეეხება ჯანმრთელობის უფრო მძიმე დაზიანებას, ამ შემთხვევაში 2 წლადმე პატიმრობაა გათვალისწინებული. თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ან მოწოდებისთვის 9 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
ჯარიმები გათვალისწინებულია ბულინგისა და კიბერბულინგისთვის. ბავშვთა გატაცებისთვის ან თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის 10-დან 15 წლადმე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული, ხოლო სექსუალური ძალადობა ბავშვების წინააღმდეგ სამუდამო პატიმრობით ისჯება.
ყაზახეთის პარლამენტის ორმა პალატამ ეს კანონი 28 თებერვალს და 11 აპრილს დაამტკიცა. მას წინ უძღოდა ასტანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები, რაც ქვეყნის ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ ცოლის მკვლელობას უკავშირდებოდა. ყოფილმა მინისტრმა მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.
0
0