06/01/2022
11:27
მსოფლიო
ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს დახმარებისთვის მიმართა.
ყასიმ-ჟომართ თოყაევმა, განაცხადა, რომ მან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა და პირობა დადო, რომ, ცენტრალური აზიის რესპუბლიკაში ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში მომხდარი ყველაზე მწვავე არეულობის ფონზე, "მაქსიმალური სიმკაცრით" იმოქმედებს.
ყაზახეთის ხელისუფლებამ მასობრივი არეულობის ფონზე ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ქვეყნის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. თოყაევმა პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაასახელა.
ყაზახეთში ერთდროულად რამდენიმე ქალაქში აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები ბუნებრივ აირზე საფასურის ზრდას აპროტესტებდნენ.
აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა.
საღამოს 11 საათიდან დილის 7 საათამდე “კომენდანტის საათი” დაწესდა. ასევე, აიკრძალა მასობრივი შეკრებები.
0
0