21/11/2022
01:23
მსოფლიო
20 ნოემბერს ჩატარებულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ყაზახეთის მოქმედი პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ ტოყაევი იმარჯვებს. ეგზიტპოლის თანახმად, მას ხმა მისცა 82 პროცენტზე მეტმა მოქალაქემ, ვინც მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში.
მეორე ადგილზე გავიდა პროექტი "ყველას წინააღმდეგ", ამ ვარიანტს ხმა მისცა არჩევნებში მონაწილეთა 5 პროცენტზე მეტმა.
საარჩეევნო უბნების დახურვამდე ერთი საათით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 65%-ზე მეტმა
ყაზახეთში პრეზიდენტის არჩევნები 2022 წლის 5 ივნისს გამართული საერთო-სახალხო რეფერენდუმით მხარდაჭერილი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად ტარდება, რომელთა მიხედვითაც, ქვეყნის პრეზიდენტის მმართველობა მხოლოდ ერთი და ისიც 7-წლიანი ვადით განისაზღვრა, ნაცვლად აქამდე არსებული ორი 5-წლიანი ვადისა.
0
0