12/11/2022
14:41
ეკონომიკა
ყაზახეთი თბილისი-ბაქო-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას 2023 წლის პირველი იანვრიდან დაიწყებს - ამის შესახებ ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა განაცხადა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავთობი აქტაუს პორტიდან ბაქოს პორტში ჩავა, შემდეგ კი მისი ტრანსპორტირება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით მოხდება.
„ბაქოს პორტის გავლით, ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შეიძლება, ბაქო-სუფსას და ბაქო-ბათუმის მილსადენებით. ასევე არის სარკინიგზო ხაზი ატირაუდან ბათუმისა და უზბეკეთის მიმართულებით და არის ჩინეთის მიმართულებაც. ახლა ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის ექსპორტის პოტენციალის გაფართოებისა და გაზრდისთვის ამ მიმართულებებით“, – განაცხადა სმაილოვმა.
"რაც შეეხება ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს, ჩვენ შევთანხმდით 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებაზე, რაც დაიწყება 2023 წლის პირველი იანვრიდან. მოგვიანებით, ამ ნავთობსადენით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა კი 6,5 მილიონ ტონამდე გაიზრდება. “, -განაცხადა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024