20/04/2023
14:12
პოლიტიკა
ოპოზიციის ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დღეს უკვე მეორედ ჩავარდა, რაც მმართველმა გუნდმა სასამართლო სისტემის მხარდაჭერის თვალსაზრისით, რეგისტრაცია არ გაიარა და სხდომაზე ქვორუმის არარსებობის გამო, საკითხი კენჭისყრაზეც ვერ დადგა, თუმცა ორი დღეა სწორედ ამ ინიციატივის გამო ოპოზიცია პარლამენტში თითქმის სრული შემადგენლობით იკრიბებოდა.
ოპოზიციონერი გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნისათვის ოპოზიცია სრულად მობილიზებულია.
"ყაზარმულზე ვართ, სულ იქ [პარლამენტის სხდომათა დარბაზი] ვართ, რა... მორიგეობაა დარბაზში. დანაწილებული აქვთ კოლეგებს ჩვენი ტელეფონები და როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმწუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში.
ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები. დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ და თურმე წყლის დასაველად იყო გასული, უმალ მოვიძიეთ", - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში.
0
0