19/04/2023
23:48
პოლიტიკა
ოპოზიციონერი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიცია მობილიზებულია, რომ მიმდინარე კვირაში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრის ჩატარება მოხერხდეს.
„ყაზარმულზე ვართ, სულ იქ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვართ, რა... მორიგეობაა დარბაზში. დანაწილებული აქვთ კოლეგებს ჩვენი ტელეფონები და როგორც კი რაღაც საეჭვო ხდება იმწუთშივე ზარები მოდის და ჩავრბივართ დარბაზში. ასეთი ორგანიზებულები დიდგორის მერე არ ვყოფილვართ ქართველები. დღეს დავით ბაქრაძე მოვისაკლისეთ და თურმე წყლის დასაველად იყო გასული, უმალ მოვიძიეთ“, - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
ცნობისთვის, თუ საკითხი კენჭისყრაზე გავა, საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად 50 ოპოზიციონერი დეპუტატის ხმა საკმარისი იქნება. ამიტომ, როგორც ოპოზიციაში აცხადებენ, მობილიზებული არიან, რომ მიმდინარე სასესიო კვირაში, როდესაც „ქართული ოცნება“, სხვა საკითხზე კენჭის საყრელად გაივლის რეგისტრაციას და ავტომატურად ამ კომისიის კენჭისყრაზე გატანისთვის საჭირო კვოტაც შედგება, ოპოზიცია სრული შემადგენლობით იყოს წარმოდგენილი სხდომათა დარბაზში.
0
0