
საქართველო, აზერბაიჯანი და ყაზახეთი „შუა დერეფნის“ გასწვრივ ერთიან ტარიფებზე შეთანმხდნენ, – ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია „ყაზახეთის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იტყობინება.
ეს გადაწყვეტილება „შუა დერეფანში შეფერხებების აღმოფხვრის სამოქმედო გეგმის“ ნაწილია, რომელსაც საქართველოს რკინიგზამ, ყაზახეთის რკინიგზამ და აზერბაიჯანის რკინიგზამ (ADY) ალმათიში გამართული „ახალი აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის ბიზნეს ფორუმის ფარგლებში მოაწერეს ხელი.
გეგმის მიზანია ტრანსპორტირების ეფექტურობის გაზრდა ევრაზიის დერეფანში, რომელიც აკავშირებს ჩინეთს, ცენტრალურ აზიასა და ევროპას. ის ასევე მიზნად ისახავს ლოგისტიკური პროცესების ინტეგრაციას და მარშრუტის ინფრასტრუქტურის განვითარებას სამ რკინიგზის ადმინისტრაციას შორის.
გეგმის ძირითადი ელემენტებია „შუა დერეფნის“ მარშრუტის გასწვრივ ერთიანი გრძელვადიანი ტარიფის დადგენა, სატრანზიტო გამტარუნარიანობის გაზრდა, პორტის/რკინიგზის/ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, შეფერხებების აღმოფხვრა და პროცედურების გაციფრულება.
0
0