16/09/2022
21:19
პოლიტიკა
კითხვები კითხვებად დარჩა. გავიმეორებთ კიდევაც, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ვერ დაუშვებენ ორმაგ სტანდარტს და როდესაც არსებობს კითხვები საქართველოს პარლამენტის წევრისა და მოქალაქეების მხრიდან, მათ სათანადო პასუხები სჭირდება და არა „მოარული და დეზინფორმაციაზე აგებული ჭორები“.
„თავად მისი რეპლიკიდან ვისესხებ - არა ეს მოარული და დეზინფორმაციაზე აგებული ჭორები. როდესაც საქმე ეხება შენი ქვეყნის ღირსებას, უსაფრთხოებას, მომავალს, სტაბილურობას, მშვიდობას, აქ ნამდვილად ვერ გავჩერდებით. ის კითხვები კითხვებად დარჩა. გავიმეორებთ კიდევაც“, - განაცხადა ყაველაშვილმა.
კელი დეგნანთან ინტერვიუს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ შეფასება მოჰყვა. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ შეკითხვებს დიპლომატმა ისევ არ უპასუხა და ინტერვიუს დროს ცდილობდა, სიმართლისთვის თავი აერიდებინა. მათივე თქმით, დიპლომატის განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს ომში ჩართვისკენ საქართველოსთვის არასდროს მოუწოდებია, სიმართლეს არ შეესაბამება.
ჩვენ არ გვაქვს არანაირი ინტერესი, რომ ეს ომი გავრცელდეს საქართველოზე. ჩვენ არასდროს გვისაუბრია საქართველოსთან ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან მეორე ფრონტის გახსნაზე. ეს უბრალოდ არ არის სიმართლე, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
0
0