20/11/2022
15:58
სპორტი
england365.gr ამტკიცებს, რომ ყატარში ჩასული გულშემატკივრები დისკომფორტს განიცდიან, რადგან საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა, ფანებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ზონებში კი წყლის ყიდვას ვერ ახერხებენ.
„მსოფლიო ჩემპიონატი დღეს, მასპინძელი ყატარისა და ეკვადორის ნაკრებების მატჩით იხსნება, თუმცა სტადიონებთან ახლოს, გულშემატკივრებისთვის გამოყოფილ სპეციალურ ზონებში, რთული სიტუაციაა. ვინც ამ ზონებში არსებული ხარვეზების გადაღებას განაგრძობს, მობილური ტელეფონების ჩამორთმევით ემუქრებიან, გარდა ამისა, ქომაგები წუხილს გამოთქვამენ, რომ წყლის ყიდვას ვერ ახერხებენ.
"ერთ-ერთი სტადიონის მიმდებარე ფანზონაში წყალსა და გაგრილებას ითხოვენ, მაგრამ პასუხს იღებენ, რომ მათ უნდა ჰქონდეთ იქ ყოფნის დამადასტურებელი სპეციალური სამაჯური, თუმცა, სამაჯურები არ არის! გამოსავალი კი უახლოესი მაღაზიაში წასვლაა, რომელთან მისვლასაც დაახლოებით ერთი საათი სჭირდება“ – წერს ბერძნული გამოცემა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0