
მთიან ყარაბაღში ქალაქ მარტუნის (აზერბაიჯანული სახელია ხოჯავენდი) მერი აზნავურ საღიანი გარდაიცვალა. ეს ინფორმაცია მთიანი ყარაბაღის ომბუდსმენმა გეგამ სტეპანიანმა დაადასტურა.
დეტალები არ არის ცნობილი. რადიო Azatutyun, რომელიც საღიანს 19 სექტემბერს ნაშუადღევს ესაუბრა, წერს, რომ ის გარდაიცვალა „აზერბაიჯანისმთიან ყარაბაღზე თავდასხმის შედეგად“.
ყარაბაღის მხარეზე დაღუპულია 27, მათ შორის ორი მშვიდობიანი მოქალაქე. დაჭრილთა რაოდენობა 200-ს აჭარბებს, აღნიშნავს გეღამ სტეპანიანი.
19 სექტემბერს ნაშუადღევს აზერბაიჯანმა „მთიანი ყარაბაღში ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ გამოაცხადა, რომლებიც ეთნიკურად სომხებითაა დასახლებული. მთიანი ყარაბაღის თავდაცვის არმია (სამხედრო სტრუქტურა, რომელიც მოქმედებს არაღიარებულ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკაში) იტყობინება, რომ 19 სექტემბერს, დაახლოებით 11:10 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ასკერანის რაიონში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ნაღმტყორცნების გამოყენებით დაარღვიეს.
0
0