13/01/2025
16:08
ტაბლოიდი
თურქული მედია აქტიურად წერს სკანდალზე, რომლის ცენტრშიც ცნობილი მსახიობი სერენაი სარიქაია და მისი მენეჯერი აიშე ბარიმი აღმოჩნდნენ. სტამბოლის პროკურატურამ ID İletişim-ისა და სხვა მენეჯერული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, რომელიც ბაზრის მონოპოლიზაციას, გადასახადებისთვის თავის არიდებას და ფულის გათეთრებას უკავშირდება.
- "ყალბი სიყვარულის“ სკანდალი
მსახიობები სერენაი სარიქაია და მომღერალი და ბიზნესმენი მერთ დემირი "ყალბი, სარეკლამო სიყვარულის“ საქმეში ფიგურირებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიზნესმენმა, რომელიც თურქულ მედიაში მერთ დემირის საყვარლად არის მოხსენიებული, 5 მილიონი დოლარი გადაიხადა იმისთვის, რომ სერენაი სარიქაიასა და მერთს საზოგადოებაში შეყვარებულების როლი მოერგოთ. მიზეზი კი ის, იყო, რომ საზოგადოებაში არსებული წარმოდგენა მისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ შეეცვალა, ასევე იმისთვის, რომ მერთ დემირი ცნობილ მსახიობთან რომანით უფრო პოპულარული გამხდარიყო.
თანხა კი ბიზნესმენმა სარეკლამო კამპანიას გადაუხადა, რომელიც ერთგვარ სცენარს სწერდა სერენაისა და მერთ დემირის ყალბი სასიყვარულო ურთიერთობისთვის.
ბრალდების თანახმად, 5 მილიონი დოლარი მიიღო ID Communications-ის დამფუძნებელმა და პარტნიორმა აიშე ბარიმმა.
გამოძიების ფარგლებში, სტამბოლის გენერალურმა პროკურატურამ ფინანსური დანაშაულების საგამოძიებო სააგენტოსა (MASAK) და კიბერდანაშაულების განყოფილებას წერილით მიმართა. სერენაი სარიქაიასა და მერთ დემირის საბანკო ანგარიშების და სატელეფონო ჩანაწერების შემოწმებისა და სავარაუდო ფულის გათეთრებისა და გადასახადებისთვის თავის არიდებისთვის.
აიშე ბარიმის წინააღმდეგ ბრალდებები მოიცავს:
მონოპოლიზაციას და კონკურენციის შეზღუდვას. მსახიობების იძულებას, მონაწილეობა მიიღონ მის მიერ შერჩეულ პროექტებში.უპირატესობის მინიჭებას მხოლოდ მისთვის სასურველ პირებზე.
ID İletişim-ის ოფიციალური პასუხი:
ID İletişim-მა ბრალდებები უარყო და განაცხადა:"ჩვენი კომპანია 2002 წლიდან სთავაზობს მენეჯერულ მომსახურებას თურქეთის ყველაზე პატივსაცემ მსახიობებს და მოქმედებს გლობალური სტანდარტების მიხედვით.. ბოლო ორი დღის განმავლობაში ჩვენი თანადამფუძნებელი აიშე ბარიმი და მსახიობი სერენაი სარიქაია უსაფუძვლო და მიუღებელი ბრალდებების სამიზნე გახდნენ. ჩვენ იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, სამართლებრივ ზომებს მივმართავთ."
ცნობილმა თუქრმა მსახიობმა ჰაზალ კაიამ სერენაი სარიქაიასა და აიშე ბარიმის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა:"ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მძიმე ბრალდებები უსაფუძვლო ჭორებზე დაყრდნობით ვრცელდება. ქალების წარმატებაზე დამყარებული ზეწოლა მიუღებელია და აღმაშფოთებელია."
- მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ცნობილმა ადამიანმა მხარი დაუჭირა სერენაი სარიქაიასა და აიშე ბარიმს, ზოგიერთმა მათგანმა ასევე ისაუბრა პირად გამოცდილებაზე. მსახიობმა დენიზ იშინმა განაცხადა, რომ აიშე ბარიმი პირადად უშლიდა ხელს მის მუშაობას.
"როდესმე გიფიქრიათ, რამდენი მსახიობის უფლება დაირღვა იმ ქალის გამო, ვის მიმართაც ქალური სოლიდარობა გაქვთ? - ის პირადად ცდილობდა ხელი შეეშალა ჩემი მუშაობისთვის და გზა გადაუკეტა ჩემს ნაცნობ ძალიან ნიჭიერ მსახიობებს. ვეკითხები ქალთა უფლებების დამცველებს, არის თუ არა ეს ერთგვარი მაფია?“
"ეს ისეთი უცნაური და წარმოუდგენელი რამ არის, რომ სათქმელი არაფერია", - თქვა სერენაი სარიქაიამ.გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ.
0
0