-share.jpg)
ყალბი ამბების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ესპანეთი მედიისთვის წესების გამკაცრებას ითხოვს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„ხარისხიანი, თავისუფალი მედიის გარეშე არ არსებობს დემოკრატია. სანდო და მრავალფეროვანი ინფორმაციის წყაროების გარეშე მოქალაქეები დაბრმავებული არიან“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ესპანეთის პარლამენტის ქვედა პალატაში მიმართვისას.
სანჩესმა აღნიშნა, რომ შემოთავაზებული წესები გავრცელდება ყველა მედიაზე.
ესპანეთის ინიციატივა გააკრიტიკა ესპანეთის კონსერვატიულმა „სახალხო პარტიამ“ და კრიტიკული მედიის ცენზურის მცდელობა უწოდა.
„ეს კანონპროექტი არის ცენზურის კანონი. სანჩესი ახლა ცდილობს, გააკონტროლოს კრიტიკული მედია. დავიცვათ სიტყვის თავისუფლება“, – აღნიშნულია კონსერვატიული სახალხო პარტიის განცხადებაში.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026