ყაჩაღობა აბაშაში - მიკროავტობუსს სამი შეიარაღებული პირი თავს დაესხა
A-
+A

ყაჩაღობა სამეგრელოში - აბაშის ბაზარში ყველის გასაყიდად საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს გზად შეიარაღებული პირები, ძარცვის მიზნით, დახვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ნიღბიანებმა შუახნის მგზავრებს ტელეფონები წაართვეს და მუქარით ტყეში შეაყვანინეს ტრანსპორტი. ბოროტმოქმედებმა მგზავრები გაკოჭეს და იქვე დატოვეს. მოგვიანებით, კაცმა მიკროავტობუსიდან გადმოსვლა და გზაზე გასვლა შეძლო.
ამ დროისთვის ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში იმყოფება და სამართალდამცველებს ჩვენებას აძლევს.
საქმეზე დაკავებული ამ დროისთვის არავინაა - აბაშის სოფლებში, ასვეე მარტვილის, ჩხოროწყუსა და სენაკის გზებზე მათი სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.
0
0
436
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%