
"ანუ რა თქვა იაგო ხვიჩიამ : ესე იგი ,დევნილები რომ დაბრუნდებიან აფხაზეთში , იქ უკვე მათ სახლებში "სხვები არიან დაბადებულნი" და ამათ თავიანთი რომ მოითხოვონ უკან არ იქნება სწორიო "ვინმემ რომ მითხრას, მე სადაც დავიბადე ის ადგილი მე არ მეკუთვნისო, ეს არ იქნება სამართლიანიო" -ასე ამბობს იაგო. ხალხნო გესმით ???? გესმით, რას და ვის ახმოვანებს ეს ვითომ "იდიოტი" პოლიტიკანი ????? …..მოკლედ ხვიჩიამ "დაუკანონა" დევნილებისთვის წართმეული ქონება" - ამის შესახებ დეპუტატი, "კანონი და სამართალის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
"წამრთმევს" - ოკუპანტს, მოკლედ ასეთი განცხადება გარეწარ სოლოვიოვსაც კი არ გაუბედავს საქართველოსთვის, მარგარიტა სიმონიანმა გაბედა მხოლოდ! ჰოდა, ამ უტიფარს იქნებ პასუხი მოსთხოვოს ოპოზიციამ ამ გამიზნული ანტისახლმწიფოებრივი განცხადების გამო, თორემ ბითური ხდება უკვე ყველანაირი ბრძოლა ამ "ფსკერთან" ერთად, კატასტროფაა! ანუ, უარს ამბობ აფხაზეთზე იაგო???რომელ ერთ ქონებაზე ლაპარაკობ შე სამარცხვინოვ, მთლიანად აფხაზეთია წართმეული??? ერთი დევნილებს შეხვდი და ჰკითხე აბა თუ ვაჟკაცი ხარ?! აბა საქართველოს ჰკითხე?!" - წერს თაკო ჩარკვიანი.
0
0