
უცხოური გავლენის აგენტის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა და განსახილველად იურიდიულ კომიტეტს გადაეცა. ბიუროზე კანონპროექტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს დეპუტატებმა, მათ შორის – „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
„ზოგადად, რაც ახლა ხდება, ენჯეოშნიკებსა და მედიებთან მიმართებაში ეს უკვე მოხდა პოლიტიკოსებთან და პოლიტიკურ პარტიებთან მიმართებაში, ჩვენი ფინანსები ზუსტად ისე კონტროლდება, ზუსტად იმ არგუმენტაციით ხდება პოლიტიკის გაკონტროლება, როგორც ახლა ენჯეოშნიკების შემთხვევაში. ზოგადად, მე მიმაჩნია, რომ იმ ენჯეოშნიკებს და მედიასაშუალებებს, რომლებიც მხარს უჭერდნენ პოლიტიკოსების ისე შეზღუდვას, როგორც ახლა თავის თავზე არ მოსწონთ, ეგენი ღირსებიც კი არიან და ამას იმსახურებენ.
როცა პოლიტიკოსებს უზღუდავდნენ, მაშინ პირიქით ითხოვდნენ ახალ-ახალ შეზღუდვებს და ახალ-ახალი კონტროლის მექანიზმებს.
ხალხის ძალის ამ კანონპროექტმა რით დაიმსახურა უფრო მეტი ყურადღება, რომ ახლა სასწრაფოდ ვიხილავთ, ვიდრე იმ კანონპროექტებმა, რომლებიც ერთი წლის წინ შემოვიტანეთ განსახილველად და ეხება ადამიანების უკანონო პატიმრობას. მე ბირჟა მაფიას კანონპროექტს ვგულისხმობ. რატომ ხდება რომ იმ კანონპროექტს არ ვიხილავთ ერთი წელია და ამ სისულელეს, რომელიც ჯერ პოლიტიკოსებს გაგვიჩალიჩეს ენჯეონიშკებმა და თქვენ ახლა პირიქით უჩალიჩებთ, მე არ მივიღებ ამაში მონაწილეობას და მაგრამ წინააღმდეგი არ ვარ თქვენ რომ გაუჩალიჩოთ.“ – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0