
მოსკოვის “ლოკომოტივის” ყოფილი მწვრთნელი, იური სიომინი კვარაცხელიას სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას გამოეხმაურა და დამსახურებული წარმატება უწოდა.
„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა სადებიუტო წლისთვის. ხვიჩამ ეს ყველაფერი დაიმსახურა, რადგან ძალიან ბრწყინვალედ ითამაშა. ამდენი გოლი და საგოლე გადაცემა, მარცხენა თავდამსხმელის პოზიციაზე - მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ.
ყოჩაღ. ხვიჩა მოვიდა და ნიჭი ყოველდღიური შრომით განავითარა. ის არის მშრომელი ადამიანი, რომელსაც უყვარს მუშაობა კლუბის სასარგებლოდ. მას აქვს საკუთარი მიზანი და აღწევს მას. ამ ეტაპზე კი მან საოცარ წარმატებებს მიაღწია“, - აღნიშნა იური სიომინმა.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია “ლოკომოტივში” 2019 წელს თამაშობდა.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 ივლისიდან
06/07/2026
8 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
06/07/2026