
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და იტალიური საფეხბურთო კლუბ "ნაპოლი" - ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას დღეს ვაჟიშვილი შეეძინა.
ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილის შეძენა, ოჯახის ახლობელმა "აიპრესს" დაუდასტურა.
მისივე თქმით დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს.
"გვარში მატება გვაქვს ქვეყნიერებას მოევლინა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი" - წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ნიცამ ჩაჩავას კლინიკაში საკეისრო კვეთით იმშობიარა. წყვილს ბავშვის სახელი ჯერ შერჩეული არ აქვს.
გუშინ იტალიური მედია წერდა, რომ კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა, მიზეზად კი მეუღლის მოახლოებული მშობიარობა სხელდება.
მთივე ინფორმაციით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის მერეც სამშობლოში დაბრუნდa.
"როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა", - წერენ იტალიელები.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ერთი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
მედიაჰოლდინგი “სივრცეები” ულოცავს ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძეს შვილის შეძენას. ჯანმრთელობასა და ბედნიერებას უსურვებს.
0
0