18/01/2023
18:22
სპორტი
იტალიის თასიდან „კრემონეზესთან“ მოულოდნელი გამოვარდნის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის „ნაპოლიმ“ დილით კასტელ ვოლტურნოში ივარჯიშა და „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო, სადაც ხვიჩა კვარაცხელია ინდივიდუალურად ემზადებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ნეაპოლიტანური კლუბი აქვეყნებს.
„კრემონეზესთან“ იტალიის თასის მატჩის შემდეგ, „ნაპოლიმ“ დღეს დილით კონამის საწვრთნელ ცენტრში ვარჯიში განაახლა. „აძურები“ ემზადებიან შაბათს, სერია A-ს მე-19 ტურში „სალერნიტანასთან“ დაგეგმილი მატჩისთვის. გუშინ მინდორზე გასულები სპორტდარბაზში მსუბუქად იტვირთებოდნენ. ვარჯიში დასრულდა ორმხრივი მატჩით. კვარაცხელია ამ დროს ინდივიდუალურად ვარჯიშობდა“, – წერს „ნაპოლის“ ოფიციალური გვერდი.
იტალიური გამოცემა Fantacalcio კი ამტკიცებს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას „სალერნიტანასთან“ თამაში საეჭვოა.
0
0