
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლი“, რომელსაც დისკვალიფიცირებული ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „ლაციოს“ დაუზავდა - 0:0.
პირველი ტაიმი ძალიან მძიმე სანახავი იყო, მოედანზე საინტერესო საერთოდ არაფერი არ ხდებოდა. შესვენების შემდეგ თამაში მეტ-ნაკლებად სანახაობრივი გახდა, გოლინის კარში კასტელიანოსის გატანილი გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, ლამის დუბლებით მოასპარეზე „ნაპოლის“ შეტევების ორგანიზება უჭირდა, სიტუაცია ვერც შეცვლაზე შესულმა დებიუტანტებმა დენდონკერმა და ნგონჟმა ვერ შეცვალეს და მაცარის გუნდმა ისე, რომ კარში ბურთი არ დაურტყამს, ფრეს მიაღწია.
„ნაპოლი“ 32 ქულით მეცხრე ადგილზეა და 4 თებერვალს „ვერონას“ უმასპინძლებს.
ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ სახლიდან გულშემატკივრობდა და ფოტოც გამოაქვეყნა.
0
0
ლევან დავითაშვილმა სუს-ის შენობა დატოვა
17/02/2026