
ავტორიტეტულმა პორტალმა Transfermarkt-მა მსოფლიოს მასშტაბით ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების მონაცემები განაახლა.
იტალიური „ნაპოლის” ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია 25 მილიონი ევროთ გაძვირდა და ახლა 85 მილიონად არის შეფასებული. ეს არის მეორე მაჩვენებელი პლანეტაზე. ყველაზე მეტად თავისი ღირებულება ნაპოლის ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა აამაღლა. მისი ღირებულება 70-დან 100 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
22 წლის კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ნაპოლის შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა გააკეთა.
თებერვალში Goal-მა ოქროს ბურთის კანდიდატთა განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ნაპოლის ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია მე-15-დან მე-8 ადგილზე გადავიდა.
0
0
როგორი იყო ნოემბრის სუპერმთვარე🌕გალერეა
06/11/2025