17/07/2023
18:13
საზოგადოება
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" განცხადებით, ბურჯანაძის ქუჩაზე განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში შესვლის მიზნით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაერთებით სამუშაოებს ხვალ, 18 ივლისს დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
კომპანია ამბობს, რომ აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 18 ივლისს დღის 12:00 საათიდან, 19 ივლისის საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში:
იდუმალის, წურწუმიას, ქინძმარაულის, ნაკაშიძის, ფაღავას, წმ. ბარბარეს, რაზიკაშვილის, ლორთქიფანიძის, მეტრეველის, ქიზიყის, ენუქიძის, პოლიციის, ჭიჭინაძის, გუგუშვილის, ენგურჰესის, ცისკარიშვილის, გვაზავას, ოდიშელიძის და მიმდებარე ქუჩებს. ქვემო მელითონეთა, 31-ე ქარხნის, აეროდრომის და მიმდებარე დასახლებებს; სოფელ გამარჯვებას, გაჩიანს, აგთაკლიას, ყარათაკლიას, ყარაჯალას და ფოლადაანთკარს.
კრწანისის რაიონში:
ზემო და ქვემო ფონიჭალას, რუსთავის გზატკეცილს, სოფელ ფონიჭალასა და ჭალას, გიგანტის და ზოოვეტის დასახლებებს წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
0
0