21/06/2023
15:19
პოლიტიკა
ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე, პრობლემა არის ის, რომ „მაკდონალდსის“ მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით, ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტს, რომელიც დაინტერესდა, რატომ არ იყო ხელისუფლება ელტონ ჯონის წინააღმდეგი რამდენიმე წლის წინ, როდესაც მან საქართველოში კონცერტი გამართა.
„ჩვენ ელტონ ჯონზე კი არ ვამბობთ უარს. ელტონ ჯონი არის არაჩვეულებრივი შემოქმედი, ხელოვანი კაცი და ძალიან დიდ პატივს ვცემთ. თუ სადმე იქნება ელტონ ჯონის კონცერტი, კონცერტზე წავიდნენ. რა შუაშია ელტონ ჯონის შემოქმედება ბროშურებთან? აქ საუბარია იმაზე, რომ [„მაკდონალდსის“] ბუკლეტებში ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა. კონკრეტული ჩანაწერები იყო, რომელიც ლგბტ პროპაგანდას შეიცავდა. რა ვიცი, ხვალ შეიძლება მეც წავიდე ელტონ ჯონის კონცერტზე, პრობლემა არის ის, რომ „მაკდონალდსის“ მეშვეობით ბავშვებს შეაპარეს ლგბტ პროპაგანდა შესაბამისი ტექსტებით, ამაზე საუბარი“, - განაცხადა კობახიძემ.
რამდენიმე დღის წინ „მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ. მოგვიანებით კომპანიამ ბოდიში მოიხადა და ბროშურა რეალიზაციიდან ამოიღო.
0
0