ხვალ საკოორდინაციო საბჭოზე მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული - ამირან გამყრელიძე
A-
+A

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ხვალ საკოორდინაციო საბჭო მთელ რიგ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
„ხვალ არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და მთელი რიგი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, რაზედაც უკვე კონსენსუსი არსებობს. ეს იქნება როგორც წამახალისებელი ღონისძიებები 60 წელს ზემოთ მოქალაქეებში, ასევე ე.წ. მწვანე პასპორტთან მიმართებით. ამ ღონისძიებებმა მაქსიმალურად, რაც საშუალება არის, უნდა გაზარდოს აცრის მოცვა ქვეყანაში, იმიტომ რომ აცრის გარეშე ეს პანდემია არ დამთავრდება, გვექნება ახალი ტალღები და სამწუხაროდ, გვექნება დიდი ადამიანური დანაკარგი.
ხაზს ვუსვამ, თუ ჩვენ არ ავიცერით, სამწუხაროდ, გვექნება 4-5 ათასი შემთხვევა დღიურად, ასეთი ტალღა ორ თვეში ერთხელ განმეორდება, მით უმეტეს ნოემბერ-დეკემბერი იქნება რთული სხვა რესპირატორული ვირუსების ზედდების გამო. ამიტომ გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ აცრები არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
0
0
561
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%