
“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხელ სააკაშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
ბრეგაძე იხსენებს სააკაშვილის მმართველობის პერიოდს და წერს - “ხვალ რომ ხელისუფლებაში დააბრუნო ეს გარყვნილი ბანდა – უარესს იზამენ”.
"ხანდახან შემეცოდება ხოლმე სააკაშვილი, მაგრამ უმალვე 2011 წელს კარანტინის საკანში ჩემთან მჯდომი ნაწამები 20 წლის ბიჭი მახსენდება, რომელიც ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა, მახსენდება ე.წ. კარცერში შემოყვანილი მეგრელი კაცი, რომელსაც გაუვალობა(ნაწლავების გადახლართვა) ჭირდა,სანამ საშინელი ტკივილებით,პერიტონიტით არ გარდაიცვალა ექიმიც კი არ აღირსეს - ამის შემდეგ სააკაშვილისადმი შეცოდების ყველა გრძნობა მიქრება ‼️
სააკაშვილი ვივა-მედის კომფორტულ პალატაშია წამოწოლილი,მნახველები არ აკლია ,ოჯახის წევრებს ყოველდღე ნახულობს,ამერიკიდან ჩამოყავთ ექიმები - ეს იმ ფონზე,რომ მისი პირადი ჯალათებისგან ნაცემი- ნაწამები 20-25 წლის ბავშვები “რეზბალნიცაზე” არ გადაყავდათ მანამდე,სანამ სიკვდილის პირას არ მიიყვანდნენ - შემდეგ კი სუდარაგადაფარებულები გამოყავდათ საკაცით .დღემდე ჩამესმის მათი დედების გოდების განწირული ხმა ‼️
ცრემლები ⁉️
ნიანგის ცრემლებია გიულის, სანდრას, იასკოს, სოფოს ცრემლები-ნიანგიიიის ‼️
ხვალ ხელისუფლებაში რომ დააბრუნო ეს გარყვნილი ბანდა - უარესს იზამენ,სისხლის და წამების გუბეებს დააყენებენ ქუჩებში ‼️
აი ესაა სიმართლე ‼️" წერს ბრეგაძე.
0
0