02/07/2024
10:05
საზოგადოება
![main-img]( /storage/images/%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%99%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%98%E1%83%98.png )
ასობით გულშემატკივრი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ბიჭებს თბილისის აეროპორტში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.
გულშემატკივრების თქმით, სურთ ჩვენს ბიჭებს მადლობა გადაუხადონ და მადლიერება გამოხატონ.
"დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით. 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე, მაგრამ ეს ბიჭები რომ არ მენახა ასეთი ისტორიული მატჩების მერე არ შემეძლო. ერთი სული მაქვს როდის ჩამოვლენ და უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბიჭებს," - ამბობს ერთ-ერთი გულშემატკივარი.
ცნობისთვის, ეროვნული ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებითმ საზეიმო ღონისძიებები დაიგეგმა საღამოს 21:30 საათიდან. ფეხბურთის ნაკრები ღია ავტობუსით მიხეილ მესხის სტადიონიდან მსვლელობით თავისუფლების მოედანზე მივა. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის გავლით.
0
0