
“ხვალ ახალმთვარეობაა - მძიმე დღეა, არაფერი დაგეგმოთ” - ასეთია ასტროლოგების რჩევები 16 აგვისტოს ახალმთვარეობის შესახებ.
მათივე რჩევით, არაფერს მოაწეროთ ხელი და არაფერი იყიდოთ. იოცნებეთ ლამაზზე და სასურველზე.
ამასთან, ლომის ნიშანში ახალ მთვარეს “შავ მთვარესაც” უწოდებენ და როგორც წესი, ეს მოვლენა თითოეულ ადამიანზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
ასტროლოგების თქმით, ლომის ნიშანში შავი მთვარე მანიპულაციების, სიყალბისა და მოტყუების რისკებს ზრდის. ამიტომაც 14 აგვისტოდან 18 აგვისტომდე პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ უფრო მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.
“შავი ახალი მთვარის” უპირატესობა ის არის, რომ დაგეხმარებათ, საკუთარი შიშები, კომპლექსები დაინახოთ და ამავდროულად, თქვენ ირგვლივ არსებული ადამიანების რეალური სახე აღმოაჩინოთ და არაკეთილსინდისიერი ხალხი გამოავლინოთ.
0
0