
ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, მის სანქცირებულთა სიაში შეყვანას გამოეხმაურა.
აფხაიძის განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ დაუწესა მას უკრაინამ სანქციები, რადგან იგი ანტიუკრაინული საქმიანობით დაკავებული არ არის.
„საერთოდ გაურკვეველია რატომ მიმაწერეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა. არ მაქვს რუსეთის მოქალაქეობა. ალბათ, ეს სანქციები გამოხატულია ჩემი პატრიოტიზმით. ხშირად ვაკრიტიკებ ზელენსკის, რადგან მას უნდა ომის გაჩაღება“, - განაცხადა აფხაიძემ.
ორგანიზაცია „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის“ დამფუძნებელი შოთა აფხაიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, სანქცირებულთა სიაში შეიყვანეს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე სიაში კულტურის მოღვაწეები, უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილი წევრები, ბლოგერები და ჟურნალისტები მოხვდნენ. მათ შორის არიან რუსეთის სახელმწიფო არხებზე მომუშავე ადამიანები.
სანქცირებულთა აქტივები უკრაინაში დაყადაღდება, ასევე, ჩამოერთმევათ სახელმწიფო ჯილდოები და უკრაინაში შესვლა ეკრძალებათ.
0
0