20/06/2022
09:02
პოლიტიკა
„კარგია მერე თეატრიდან რომ იღებს. ელენე ხოშტარიას წინაპრები იცით ვინ იყვნენ ხომ? – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისი განმარტებით, კარგია, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრი ფულს რუსეთის თეატრიდან რომ იღებს.
„კარგია მერე თეატრიდან რომ იღებს. ელენე ხოშტარიას წინაპრები იცით ვინ იყვნენ ხომ?“, – განუცხადა ხაზარაძემ „იმედის კვირას“.
შეკითხვაზე, ეს გამართლებაა რომ რუსული ფული აიღო? მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ეს თანხა საავტორო უფლების საპატენტო შემოსავალია. „საპატენტო შემოსავალია საავტორო უფლების, ამიტომ ამაზე მეტ კომენტარს ამაზე ვერ გავაკეთებ“ – აცხადებს მამუკა ხაზარაძე.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, მილიონობით რუსული რუბლი ირიცხება. მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ხოშტარიამ „ქრონიკის“ მიერ მოპოვებული სკანდალური ინფორმაცია დაადასტურა.
0
0