27/07/2023
14:02
ეკონომიკა
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია წისქვილკომბინატების მიერ ქართული ხორბლის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობის და ასევე მსოფლიო ბირჟებზე და საქართველოს ბაზარზე ხორბალზე განსხვავებული ფასების არსებობის გამომწვევი მიზეზების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია საზოგადოების და ფერმერებისათვის განმარტებული იქნას, როგორც ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი, ასევე საკითხები, რატომ არის საქართველოში სრულიად საპირისპირო ფასების მსოფლიო ბირჟებისაგან განსხვავებით, რადგან სწორედ აღნიშნული ფასებით ყალიბდება მათ შორის ქართული ხორბლის შესასყიდი ფასები.
„ქართული ხორბლის ჩაბარების მიმდინარეობის პროცესი დღეს საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილია, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილობრივი წისქვილკმბინატების მიერ წარმოებული ფქვილი, ქართული ხორბლის ჩაბარებასთან ერთად ხორციელდება ხორბლის იმპორტი. 2023 წლის ივნისიდან წისქვილკომბინატების მიერ მიღებულია 25 000 ტონაზე მეტი ქართული სასურსათო (საწისქვილე ) ხორბალზე მეტი, რაც ყოველწლიურ საშუალო მაჩვენებელზე მეტია, დღეს აქტიურად მიმდინარეობს ხორბლის მოსავლის აღება ჩაბარება ქვემო და შიდა ქართლში. მოცემული პირობებში , დღეს იმპორტირებული მე-3 კლასის სასურსათო ხორბლის ფასია 70 თეთრი/კგ (59 თეთრი დღგ-ის გარეშე), შესაბამისად, რადგან ქართუილი ხორბალი განთავისუფლებულია დღგ-დან 59 თეთრის ფასებზე ფორმირდება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვის ფასი, რაც განაპირობებს წისქვილკომბინატების მიერ გამოშვებული ფქვილის ფასს – 47-48 ლარი/ტომარა. ფასზე კრიტიკულ წნეხს ახდენს იმპორტირებული ფქვილის შემოტანის მზარდი დინამიკა, მკვეთრად შემცირებული ფასით – 45 ლარი/ტომარა (შემდგომი კლების ტენდენციით).
ჩიკაგოს და პარიზის ბირჟებზე ფასების ზრდის მიზეზები ხორბლის ბაზარზე ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა- რუსეთის გამოსვლამ „ხორბლის დერეფნის“ შეთანხმებიდან, უკრაინის პორტების ინფრასტრუქტურის დაზიანებამ, რუსეთის მხარის განცხადებამ, რომ ნებისმიერი გემი შემავალი უკრაინის პორტებში განიხილება როგორც სამხედრო დანიშნულების და განადგურდება, უკრაინის მხარის საპასუხო განცხადებამ, რომ რუსეთის პორტებში შემავალი ნებისმიერი გემი ჩაითვლება სამხედრო ტვირთბის გადამტანად და შესაბამისად განაადგურდება სერიოზულად გაზარდა შავი ზღვით ტვირთების მათ შორის ხორბლის გადაზიდვების რისკები.
ამ რისკებიდან გამომდინარე შავი ზღვაზე გემების მიმოსვლა უკრაინის და რუსული საზღვაო აკვატორიაში სერიოზულად შეფერხებულია. უპრეცენდენტოდ გაზრდილია ლოჯისტიკა( ტრანპორტირების ფასი)მათ შორის რუსეთის პორტებიდან, სრულიად გაჩერებულია უკრაინის პორტები, ასევე სერიოზულად გაზრდილია ტვირთის დაზღვევის ფასები, ნაწილი ტვირთები გადართულია რუმინეთის პორტების, აგრეთვე მდინარე დუნაის მიმართულებით და ევროპის სატრანზიტო დერეფანზე თუმცა გაზრდილი ფასებით. სწორედ შავი ზღვი გადაზიდვებში არსებული გაურკვევლობა არის ამერიკის და ევროპის ბირჟებზე ფასების რეკორდული ზრდის მიზეზი.
საქართველოში ხორბლის და ფქვილის ფასების კლების მიზეზები. შავი ზღვაზე გაზრდილმა რისკებმა შეზღუდა ზღვით ხორბლის გატანის რაოდენობა, აგრეთვე შარშანდელი წლის რუსეთში დარჩენილი საექსპორტო გაუყიდავი ხორბალმა, რომელსაც ემეტება ამჟამად მიმდინარე მოსავლის აღების პერიოდი და ახალი საექსპორტო რაოდენობა, რუსული რუბლის გაუფასურებამ – ზეწოლა მოახდინა რუსეთის შიგნოთ ხორბლის საექსპორტო რაოდენობის მოცულობის ზრდაზე რადგან აღნიშნული ხორბლის საპროგნოზო რაოდენობა ვერ გადის ზღვით რაც მთავარი საექსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებაა, ჭარბი რაოდენობა აწვება რუსეთის შიდა ბაზარს და ფასების კლებას იწვევს შიდა ბაზარზე და სახმელეთო საექსპორტო გადაზიდვების მიმართულებებით, სადაც შავი ზღვისაგან განსხვავებით რისკები არ არსებობს , შესაბამისად ხორბლის ფასთან ერთად ლოჯისტიკური ხარჯებიც დაბალია, რაც უპირველეს ყოვლისა ფქვილის და ხორბლის იმპორტის ფასების კლების მიმართულებით აისახება უპირველესად საქართველოს მიმართულებით.
იგივე ტენდენციები ვითარდება სხავადასხვა დოზით- კავკასიის სხვა ქვეყნების, ასევე ირანის, შუა და წინა აზიის ქვეყნებში, რომელთა ლოჯისტიკა რუსეთიდა ხორბლის სახმელეთო ტრანსპორტირებასთანაა დაკავშირებული. საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ პასუხისმგებლობას იღებს სრულად ჩაიბაროს ქართული ხორბლის მოსავალი შესაბამისი ხარისხიდან გამომდინარე შესაბამის ფასად, მზაობას ვაცხადებთ მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ დაინტერესებულ მხარესთან ნებისმიერი საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.
0
0
მიშა მაგარია! - მდინარაძე
27/11/2024