
ხობის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა მდინარეებისა და ღელეების ადიდება გამოიწვია, Რის შედეგადაც ქალაქ ხობში და მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაიტბორა საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსების პირველ სართულებზე.
დატბორილია შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის მეოთხე კილომეტრზე გზის სავალი ნაწილი, რის გამოც ამ დრომდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უახლოეს საათებში დაიწყება სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები. მერიაში შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალის ოდენობას დაითვლის.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ადგილზე იმყოფებოდნენ მერი დავით ბუკია, მერის მოადგილეები და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
0
0
წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
08/02/2026
საქართველოს ნაკრებმა ფინალის საგზური მოიპოვა
07/02/2026