01/11/2024
12:59
პოლიტიკა
ხმების ფარულობაზე რომ ლაპარაკობენ, ის კონვერტი იმიტომ არის, მელანი რომ გამოვა, კონვერტმა ვიღაცის თვალისგან დაიცვას! - დათვლის დროს რომ ამოიღებ, კი ბატონო, შეხედავ, რომ მელანი გამოჟონილია, მაგრამ თუ შეაცურებ, როგორც წესი და რიგია, ამხელა კონვერტი იმიტომ ადევს, რომ ფარულობა იყოს დაცული! - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მდინარაძის მტკიცებით, ოპოზიცია, რომელიც “ქართულ ოცნების“ მიერ ხმების მოპარვაზე საუბრობს, “ქართული ოცნების“ ხმებს თავად იპარავდა, რაც მისივე თქმით, კონკრეტული ფაქტებით და მტკიცებულებებით დასტურდება.
როგორც მდინარაძე აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი ცდილობდა, რომ ამას სისტემური სახე ჰქონოდა.
“საკუთარი ნაბოდვარი უკან შეუტრიალდათ. რეალურად რასაც ისინი ლაპარაკობენ, იმასთან არა გვაქვს საქმე. ჩვენ აღმოვაჩინეთ ხმების მოპარვის კონკრეტული ფაქტები. რასაც ისინი აქეთ გვაბრალებენ, თურმე ყველაფერს თვითონ სჩადიან. გვაბრალებდნენ ძალადობას - მათი ჩადენილი ძალადობა დადასტურდა. ხმების მოპარვას გვაბრალებენ და მათ მიერ ჩადენილი ხმების მოპარვა ორ სქემად დადასტურდა. ბოლომდე ჩავყვებით!
რაც კი დაგვაბრალეს ყველაფერი უკან უბრუნდებათ. პირობას ვაძლევთ, მართლა ბოლომდე ჩავყვებით. გამოძიება უნდათ, სიების გახსნა უნდათ - გავხსნათ ყველაფერი როგორც წესი და რიგია. მზად ვართ, ჩავყვეთ ბოლომდე თითოეული უბნის დონეზე. ჩვენ არ მოვეშვებით და ბოლომდე ჩავყვებით ამას თვეები და წელიც რომ დასჭირდეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0