28/11/2024
20:56
საზოგადოება
ხმაურია ამ წუთებში ქუთაისში - პოლიციამ აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სამოქალაქო აქტივისტი მიშიკო მუმლაძე ძალის გამოყენებით დააკავა.
"მიშიკო დააკავეს სიმართლისთვის. ამ ქვეყანაში ყველას სიმართლისთვის აკავებენ... ამ ქვეყანაში არის მონობა", - ამბობს აქციის კიდევ ერთი მონაწილე.
არსებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს გზა ჰქონდათ გადაკეტილი, რის შემდეგაც სამართალდამცავებმა სავარაუდოდ, რამდენიმე პირი დააკავეს.
აქციები თბილისში და რამდენიმე ქალაქში მას შემდეგ დაიგეგმა,რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საპარლამენტო უმრავლესობისა და სამთავრობო გუნდის შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
0
0