26/06/2023
10:48
პოლიტიკა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში ხმაური და დაპირისპირება იყო - სოფელ მუღანლოში, მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, პარტიის რეგიონულ მდივანთან, გიორგი ბოტკოველთან ერთად, მუღანლოს გამგებელს დაუპირისპირდა. ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამგებლის მხრიდან, ლევან ხაბეიშვილის ადგილობრივებთან შეხვედრის გამო, უკმაყოფილება გამოითქვა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ენმ-ს თავმჯდომარე ადგილობრივების პრობლემებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მათი მოგვარება აუცილებელია.
„ადგილობრივების პრობლემა გზაა და მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებს გზის პრობლემა მოუგვარდეთ. ასევე მნიშვნელოვანია პრობლემები, რომელიც წყლის გადასახადთან დაკავშირებით აწუხებთ, როცა ჰპირდები, რომ უფასოდ შემოგიყვან წყალს და შემდეგ 400 ლარი უნდა გადაიხადო, ეს არ არის სამართლიანი, ეს არის ტყუილი. საძოვართან დაკავშირებით ასევე ამ ადამიანებს პრობლემა ექმნებათ და მეცხოველეობას, რომელსაც ეს ადამიანები მისდევდნენ და ოჯახებს კვებავდნენ და სახელმწიფოს არაფერს არ სთხოვდნენ, აქაც პრობლემა შეუქმნეს. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ადამიანების პრობლემების სწრაფად უზრუნველყოფა. გზის დაგებას მაინც უნდა სურვილი, ბიუჯეტი არსებობს, თანხები არის, ეს თანხა ამ ხალხის არის, დოხტურიშვილისთვის და „ქართული ოცნებისთვის“ არავის უჩუქებია, რომ ჯიბეები გაისქელონ. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, ამ ადამიანებისთვის გამოიყოს კონკრეტულ ის სახსრები და პირველ რიგში უზრუნველყონ გზის დაგება,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
0
0