12/01/2025
21:00
სამართალი
რესტორან “ბაბილოსთან” დამატებითი საპოლიციო ძალები მიიყვანეს. მათ აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ: “ოლიგარქის მონებო”.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 5 ადამიანი.
ადგილზე ვითარება ბოლო რამდენიმე საათში რამდენჯერმე დაიძაბა. მოსამართლეთა ნაწილი ღონისძიებას შეძახილების ფონზე, პოლიციის კორდონის საშუალებით ტოვებდა.
ისმის შეძახილები: "მონა, მონა".
მანამდე კი ერთ-ერთმა მოსამართლემ ტერიტორია საპატრულო პოლიციის მანქანის საშუალებით დატოვა. აღნიშნული ქმედების საპასუხოდ აქციის მონაწილეები პოლიციის მანქანას ხელებს უბრახუნებდნენ და წიხლებს ურტყამდნენ.
ადგილზე ვითარება პერიოდულად იძაბება, მოქალაქეები საპროტესტო შეძახილებით ხვდებიან მოსამართლეების მიერ რესტორნის შენობის დატოვებას. ამ დროისთვის, რესტორანში კვლავ რჩება მოსამართლეთა ნაწილი.
ცნობისთვის, “ბაბილოსში” მოსამართლეთა კორპორატიული, საახალწლო წვეულება მიმდინარეობს.
0
0