
ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ გიორგი ხახუბიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
ის ფოთში, # მე-7 საარჩევნო უბანზე ოჯახთან ერთად მივიდა.
მისი განცხადებით, ხმა სტაბილურობას, მშვიდობას , განვითარებას და ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას მისცა.
„დღეს ხმა მივეცი სტაბილურობას, განვითარებას, მშვიდობას, საქართველოს ევროპულ მომავალს და რა თქმა უნდა, ხმა მივეცი ირაკლი ხახუბიას ღირსეული გზის გაგრძელებას. კიდევ ერთხელ ვთხოვ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ამომრჩევლებს, არ დაიზარონ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში”, - განაცხადა გიორგი ხახუბიამ.
ცნობისთვის, შუალედური არჩევნები ცესკო-მ მას შემდეგ დანიშნა, რაც 2022 წლის 27 ოქტომბერს ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
ცნობისთვის, გიორგი ხახუბია ირაკლი ხახუბიას შვილია.
0
0
გარდაიცვალა უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე
22/06/2025