
ხინკალი მსოფლიოს ას საუკეთესო კერძთა შორის დასახელდა.
TasteAtlas-ის გამოქვეყნებულ რეიტინგში შესულია ის კერძები, რომლებიც ცომისა და ხორცისგან მზადდება.
ქართულ ხინკალს ას საუკეთესო კერძს შორის მე-13 ადგილი ერგო.
"ხინკლის სახელით ცნობილი ეს უგემრიელესი ქართული კერძი ქვეყნის ერთ-ერთ ეროვნული ღირსებაა. ხინკალს ავსებენ ხორცით და სანელებლებით, შემდეგ ტრადიციულად ახვევენ კვანძს ზედა ნაწილში. რეგიონული განსხვავებები გავლენას ახდენს შევსებასა და შემადგენლობაზე, შესაბამისად საქართველოს ყველა კუთხეს აქვს თავისი გამორჩეული მრავალფეროვნება.
მაგალითად, მთიან რეგიონებში ყველაზე ტრადიციული შიგთავსი ცხვრის ხორცია, თუმცა; ყველაზე გავრცელებული მთელ საქართველოში ღორისა და საქონლის ხორცის ნაზავია. ასევე საკმაოდ პოპულარულია ტრადიციული იმერული ყველით ან სოკოთი დამზადებული ვეგეტარიანული ვერსიები", წერს TasteAtlas.
0
0