
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, 1-ელი ოქტომბრიდან მხოლოდ ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლება გაათავისუფლეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მხოლოდ 1-ელი ოქტომბრიდან და მხოლოდ ხერსონის ოლქში, ნახევარ ათას კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია და ათობით დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა და დასტაბილურდა. წარმატებაა აღმოსავლეთის მიმართულებითაც. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ჩვენ ვისაუბრებთ წარმატებაზე ზაპოროჟიეს ოლქში - იმ ადგილებში, რომლებსაც ჯერ კიდევ აკონტროლებენ ოკუპანტები. დადგება დღე, როცა ყირიმის გათავისუფლებაზეც ვისაუბრებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მან ასევე ისაუბრა ირანულ დრონებზე, რომლებიც უკრაინას ესხმიან თავს.
"რატომღაც, ირანი აცხადებს, რომ ისინი ჩვენთან არ არიან. ხალხი ხედავს მათ ცაში. ჩვენ მათ ვაგდებთ, ისინი კი გვეუბნებიან, რომ არ არსებობენ. კარგი, ჩვენ ვიპოვით გზებს უზრუნველვყოთ, რომ მართლაც არ იარსებონ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
0
0