
აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელის, მარკ მილის განცხადებით, ხერსონიდან რუსების უკან დახევა ნიშნავს, რომ შესაძლოა გაჩნდეს "შესაძლებლობის ფანჯარა" სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.
გენერლის შეფასებით, შესაძლოა, უკან დახევის შემდეგ მოსკოვმა თავისი ჯარები საგაზაფხულო შეტევისთვის მოამზადოს.
ამასთან, მან დასძინა: „შესაძლოა გაჩნდეს შესაძლებლობის ფანჯარა კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად, როდესაც ზამთრის პერიოდში ფრონტის ხაზი დასტაბილურდება.“
„იმისათვის, რომ მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდეს, რუსეთმაც და უკრაინამაც უნდა მიაღწიონ ურთიერთშეთანხმებას, რაც გულისმხმობს, რომ სამხედრო გამარჯვება შესაძლოა არ იყოს მიღწეული სამხედრო ძალისხმევებით და ამიტომ მხარეებმა სხვა ხერხებს უნდა მიმართონ.
რუსეთს ხერსონში 20 000-დან 30 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განლაგებული და მათ სრულ გაყვანას შეიძლება რამდენიმე კვირა დასჭირდეს. პირველადი ინდიკატორებით ირკვევა, რომ ისინი ამას ფაქტობრივად ახორციელებენ. ჩემი აზრით, ისინი ასე მოქმედებენ იმისთვის, რომ შეინარჩუნონ თავიანთი ძალა მდინარის (დნეპრის) სამხრეთით თავდაცვითი ხაზების აღდგენისთვის, თუმცა ეს ჯერ კიდევ გასარკვევია“, - აღნიშნა მილიმ.
0
0