
ხელვაჩაურის მერის მოადგილე, კახა ფუტკარაძე გადადგა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მის წინააღმდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებები ააგორეს.
"ბოლო დროს ჩემს წინააღმდეგ აგორებული დაუსაბუთებელი ბრალდება მიუღებელია, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ.
და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პარტიის თითოეულ წევრს, რომლებმაც მომცეს საშუალება მეკეთებინა საქმე ჩემი მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ", - წერს ფუტკარაძე.
ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ვიცე-მერს კორუფციულ გარიგებასა და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მუნიციპალიტეტის წყალკანალის ყოფილი ხელმძღვანელის დაკავების ფაქტს. მას დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ.
გუშინ, 20 ივნისს გამართულ სასამართლო პროცესზე მოწმეებმა აღიარეს, რომ საქმესთან კავშირშია და უშუალოდ მონაწილეობდა მერის მოადგილე, კახაბერ ფუტკარაძე.
0
0